მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი - ქართველი ფეხბურთელების ღირებულება კიდევ გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა.

განახლებული მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და მისმა ფასმა 45 მლნ ევრო შეადგინა.

რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 15-დან 20 მლნ ევრომდე გაიზარდა, გიორგი ქოჩორაშვილის 1-დან 2.5-მლნ ევრომდე, ლაშა დვალის 1.5 მლნ ევრომდე, ოთარ კაკაბაძის 1 -მლნ ევრომდე.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
  • ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 2.5 მლნ ევრო
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 2,5 მლნ ევრო
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - 2,5 მლნ ევრო
ნინი ქეთელაური