რა შედეგებს მოიტანს ლარის ევროზე მიბმა საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის

„აკა­დე­მიუ­რი კვლე­ვე­ბი­თა და შეს­წავ­ლი­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბით დადგინდა, რომ ლა­რის ევ­რო­ზე მიბ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მრა­ვალ პო­ზი­ტიურ შე­დეგს მოიტანს. და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლეო­ბის კეთილდღეობაზე, მთავ­რო­ბის ფის­კა­ლურ დისციპლინაზე, უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დიან და სტა­ბილურ გან­ვი­თა­რე­ბას და­ბა­ლი ინ­ფლა­ციი­სა და ნაკ­ლე­ბი სა­ვა­ლუ­ტო რის­კე­ბის გარემოში. ლა­რის ევ­რო­ზე ფიქ­სი­რე­ბა ხელს შეუწ­ყობს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნების ეკო­ნო­მი­კებ­თან უკეთ ინტეგრაციასაც“ ,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის პოლიტიკის დოკუმენტში სახელმწოდებით „საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულება“.

დოკუმენტი წარ­მოად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ფუ­ლა­დი სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ამ პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის აღწერას. მასში განხილულია ის პოზიტიური შედეგები, რაც ლარის ევროზე მიბმას მოჰყვება.

„ევ­როინ­ტეგ­რა­ციის პერ­სპექ­ტი­ვი­დან გამომდინარე, ევ­რო­კავ­შირ­თან ვაჭ­რო­ბა და ზოგადად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თიერ­თო­ბე­ბი გაღრმავდება, ხო­ლო კიდევ უფ­რო გრძელ­ვა­დიან პერსპექტივაში, ევ­რო­ზო­ნა­ში შეს­ვლაც დად­გე­ბა დღის წესრიგში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თვის ევ­რო სულ უფ­რო და უფ­რო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას შეი­ძენს და თუ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის პრობ­ლემებს გავითვალისწინებთ, თვალ­სა­ჩი­ნო ხდე­ბა მო­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის იმ­გვა­რი მოწყობა, რო­მელ­შიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არ გახ­დე­ბა მო­სახ­ლეო­ბის და­მა­ტე­ბი­თი და­ბეგ­ვრი­სა და კო­მერ­ციუ­ლი ბან­კე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი სუბ­სი­დი­რე­ბის წყარო. ასეთი გზა კი ლა­რის ევ­რო­ზე მიბ­მას გულისხმობს, რო­გორც ეს ეს­ტო­ნეთ­სა და რიგ სხვა ქვეყ­ნებ­ში განხორციელდა.

შინაარსობრივად, ევ­რო­ზე სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტის მი­ჯაჭ­ვა ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამ­ბობთ და­მოუ­კი­დე­ბელ მო­ნე­ტა­რულ პოლიტიკაზე. ინ­ფლა­ციის ნაწილში ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ჩვე­ნი ფა­სე­ბის დი­ნა­მი­კა დაუახ­ლოვ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირის ფა­სე­ბის დინამიკას. სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ნა­წილ­ში კი ეროვ­ნულ ბანკს კი­დევ უფ­რო მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დარჩება, რად­გან ის, ერ­თი მხრივ, და­კარ­გავს უკა­ნას­კნე­ლი ინ­სტან­ციის კრე­დი­ტო­რის ფუნქციას, თუმ­ცა დაი­ტოვებს რე­გუ­ლა­ციე­ბის და­წე­სე­ბის უფლებამოსილებას. ამ პირობებში, კო­მერ­ციული ბან­კის­თვის ლიკ­ვი­დო­ბის წყა­რო გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­ბან­კო სისტემა, ხო­ლო ეროვ­ნულ ბანკს მე­ტი სტი­მუ­ლი ექნება, უფ­რო იზ­რუ­ნოს ბან­კე­ბის სტაბილურობაზე. გრძელ­ვა­დიან პერსპექტივაში, ასე­თი მო­დე­ლი გუ­ლის­ხმობს და­ბალ ინ­ფლა­ციას და სა­ბან­კო სექ­ტო­რის შემ­ცი­რე­ბულ მო­გე­ბა­სა და ბან­კე­ბის გაზ­რდის სტაბილურობას.

ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი მიდ­გო­მის და­ნერ­გვის შემთხვევაში, თით­ქმის ნუ­ლამ­დე დადის სა­ვა­ლუ­ტო რისკები, რად­გან ინ­ვეს­ტო­რის­თვის ხარ­ჯე­ბი­ც და შემოსავალიც, პრაქტიკულად, ან ერ­თსა და იმა­ვე ვა­ლუ­ტა­ში იქნება, ან იმ ვალუტაში, რო­მელიც პირ­და­პირ ევ­რო­ზეა მიბ­მუ­ლი (ამ შემ­თხვე­ვა­ში – ლარზე). ეს ეხე­ბა ექსპორ­ტიორებს, იმპორტიორებს, ტურისტებს, ფი­ნან­სურ ინსტიტუტებს, მთავ­რობა­სა და სხვა აქტორებს. მაგალითად, 2014-2022 წლებ­ში ლარი, დო­ლარ­თან მი­მართებით, დაახ­ლოე­ბით 50%-ით გაუფასურდა, რამაც, ამა­ვე განაკვეთით,სა­გა­რეო ვა­ლის ლარ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ზრდა გამოიწვია.

ევ­როს თა­ვი­სუ­ფალ გა­მო­ყე­ნე­ბის რე­ჟიმ­ში დაშ­ვე­ბა ასე­ვე გუ­ლის­ხმობს იმას,რომ ევ­რო­ზე იგი­ვე რე­გუ­ლა­ციე­ბი გავრცელდება, რომ­ლე­ბიც ლარ­ზე და გარდა მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი სა­ვა­ლუ­ტო რისკებისა, არ­სე­ბუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლება და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ბან­კო საპ­რო­ცენ­ტო განაკვეთებზე, რად­გან უც­ხოუ­რი ვა­ლუ­ტის მი­წო­დე­ბის ზრდა გა­ნაკ­ვე­თე­ბის შემ­ცი­რე­ბას გამოიწვევს. უც­ხოუ­რი ვალუ­ტის მი­წო­დე­ბა კი აუ­ცი­ლებ­ლად გაიზრდება, რად­გან აღარ იარ­სე­ბებს უც­ხოურ ვა­ლუ­ტას­თან მი­მარ­თე­ბით მოქ­მე­დი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­რე­ზერ­ვო მოთხოვნები.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბიუ­ჯე­ტის დაგეგმვა, გა­დასა­ხა­დე­ბის აკ­რე­ფა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო დო­ნის ტრან­ზაქ­ციე­ბი ლარ­ში გან­ხორციელ­დე­ბა და ამით ქვე­ყა­ნა არ ამ­ბობს უარს ეროვ­ნულ ვალუტაზე, ევ­რო­ზო­ნა­ში გაწევრიანებამდე. თუმცა, ის ფაქტი, რომ ლა­რი ევ­რო­თი გამყარდება, პრაქ­ტი­კულად ნიშ­ნავს ევ­რო­თი გამ­ყა­რე­ბულ სა­პენ­სიო და სო­ცია­ლურ დახმარებებს, ხელფა­სებს სა­ჯა­რო სექტორში, სკო­ლებ­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო დაწესებულებებში.

ლა­რის ევ­რო­თი გამ­ყა­რე­ბა გუ­ლის­ხმობს მო­ქა­ლა­ქეე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის მიერ მათ­თვის სან­დო და სტა­ბი­ლუ­რი ვა­ლუ­ტის გამოყენებას. გარ­და ამისა, ევ­რო რე­გიონ­ში დო­მი­ნან­ტი ვალუტაა. მსოფ­ლიო­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კე­ბის რე­ზერვე­ბის 20% სწო­რედ ევ­როს­გან შედგება. 2023 წლის აპრილში, სა­ქარ­თვე­ლოს შემთხვევაში, ოფი­ცია­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო აქ­ტი­ვე­ბის 90.8% სწო­რედ უც­ხოუ­რი ვალუ­ტის რე­ზერ­ვე­ბი იყო, რაც ძი­რი­თა­დად დო­ლარს გულისხმობს“, - აღნიშულია დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში.

ნათია ზარიძე