ხილის მთები მაღაზიების წინ: ფრანგი ფერმერები დაბალ ფასებს აპროტესტებენ

ამ დღეებში, პროტესტის ნიშნად, ფრანგმა ფერმერებმა ატამი და ვაშლატამა რამდენიმე სავაჭრო ობიექტის წინ დაყარეს. პროტესტი პროდუქტის დაბალ ფასებს შეეხებოდა. ამის შესახებ EastFruit-ი FreshPlaza-ს მასალაზე დაყრდნობით წერს.

საკითხში ჩარევა პროფკავშირებმა გადაწყვიტეს და სოფლის მეურნეობის მუშაკთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არნო რუსო ამ საკითხს მაღაზიის მენეჯერებთან უახლოეს დღეებში განიხილავს.

უკვე რამდენიმე კვირაა, ატმისა და ვაშლატამას ბაზარი მაღალმოსავლიანობის გამო (35%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით) უარესდება. სოფლის მეურნეობის მუშაკთა ეროვნული ფედერაცია სიტუაციას ასე აღწერს: „ჩვენი კომპანიები იძულებულები გახდნენ შეექმნათ მარაგები, ხოლო ხილის დიდი ნაწილი, იძულებულები გავხდით, გადაგვეყარა. ჩვენ დიდ დათმობაზე წავედით და მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის ხილს დაბალ ფასად ვთავაზობდით“.

ფერმერები იმედოვნებენ, რომ სიტუაციას პარიზის ოლიმპიური თამაშები გამოასწორებს.

persikfran3-1721376998.png.webp

ეკა დარჩიაშვილი