ამფითეატრი, საბავშვო მოედნები და ბელვედერ-მემორიალი - როგორი იქნება განახლებული ვერის პარკი (+ფოტო)

თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქის მთავრობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს იწყება და 19 აგვისტოს სრულდება. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 29.355 მლნ ლარია, აქედან 2024 წელს 10 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 19.3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

veris-1721382153.jpg

„XX საუკუნის დასაწყისიდან ვერის პარკი აქტიურად გამოიყენებოდა,როგორც სარეკრეაციო სივრცე, როგორც ასაკოვანი მოქალაქეებისთვის, ასევე მცირეწლოვანი და საშუალო ასაკის ბავშვებისათვის.

veris11-1721382182.jpg

საპროექტო დავალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა, რომლის ზონირებაც დაყოფილი იქნება ასაკის მიხედვით. გადაწყდა სათამაშო მოედნების 2 ზონად გამოყოფა 1-3 წლამდე ბავშვებისთვის და 3-12 წლამდე ბავშვებისთვის და ზემოთ. 1-3 წლამდე ბავშვებისთვის შეირჩა პარკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს 913.2 მ² ფართობის მქონე ტერიტორიას, ხოლო 3-12 წლამდე ბავშვებისთვის პარკის ჩრდილო დასავლეთ ნაწილი, რომელიც მოიცავს 2270 მ² ფართობის მქონე ტერიტორიას. ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი, სხვადასხვა სახეობის სათამაშო დანადგარი. ტერიტორიის გრუნტის მოპირკეთებისთვის გამოყენებული იქნება: რეზინის (EPDM) საფარი, ბუნებრივი გაზონი და ცხაურიანი ბეტონის ფილები“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

veraaa-1721381898.jpg

გარდა ამისა, დოკუმენტაციის მიხედვით, მცირე ზომის ამფითეატრი, ასევე ე.წ. საჯარო-სალაყბო სივრცე, განახლდება ბელვედერ-მემორიალი ა.შ.

veris-1721382153.jpg

veris9-1721382180.jpg

veris6-1721382156.jpg

veris5-1721382156.jpg

veris10-1721382181.jpg

veris13-1721382183.jpg

veris2-1721382154.jpg