რამ გამოწყვია Microsoft-ში ხარვეზი, რომლის გამოც დღეს გლობალური IT-სისტემა ნაწილობრივ გაითიშა

Microsoft-ის მუშაობაში ხარვეზები კომპიუტერის საფრთხეების სკანერების პროგრამული უზრუნველყოფის, Crowdstrike Falcon-ის განახლებამ გამოიწვია, რომელიც ღრუბლოვან პლატფორმებს ვირუსებისა და ჰაკერების შეტევებისგან იცავს.

ამ ვერსიას ტექნიკური ჟურნალისტი, კრის სტოკელ-უოკერი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

ცნობისთვის: ღამით Microsoft Azure-ის ღრუბლოვანი სისტემები ხარვეზით ამუშავდა, რამაც აშშ-ში ასობით ავიარეისის გაუქმება, ასევე, მსოფლიო ბანკებისა და ლონდონის საფონდო ბირჟის მუშაობაში ჩავარდნები, ხოლო ავსტრალიის საკომუნიკაციო სისტემებში პრობლემები გამოიწვია.

შეფერხებებით მუშაობდა Microsoft-ის MS 365 საოფისე პროგრამაც პერსონალურ მოწყობილობებზე, რის გამოც მომხმარებლები მთელ მსოფლიოში საჩივრებს ავრცელებდნენ.

დილით Microsoft-მა გამოაცხადა, რომ სისტემური ხარვეზი ფაქტობრივად, გამოსწორდა, ხოლო ინციდენტის მიზეზებს იძიებს.