1 500-დან 21 400 დოლარამდე: რა ღირს კოსტიუმები, რომლებიც ტეილორ სვიფტს Eras ტურში ეცვა

მრავალი ჯილდოს მფლობელი მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი მუსიკალურ ინდუსტრიაში 2006 წლის დებიუტის შემდეგ ერთ-ერთ გამორჩეულ მომღერლად ითვლება.

მას მილიონობით თავყვანისმცემელი ჰყავს.

სვიფტი ცნობილია თავისი სიმღერებით. შექმნა ჩარტების საუკეთესო ჰიტები, მათ შორის "Love Story", "You Belong with Me" და "Shake It Off".

Eras Tour- ში მომღერალს ძვირადღირებული და ცნობილი ბრენდების მიერ, სპეციალურად მისთვის შემქნილი სასცენო კოსტიუმები ეცვა.

meore-1721503649.jpg

Ashish -ის წითელი სამოსი - 1500 დოლარი

Ashish Red Coat -ის სავარაუდო ფასი 1 500 დოლარია. ტეილორ სვიფტს ეს სამოსი All Too Well-ის ათწუთიანი ვერსიის დროს, წითელ გიტარასთან ერთად ეცვა.

mesame-1721503669.jpg

რობერტო კავალის ცალფეხა კომბინიზონი (Roberto Cavalli Jumpsuit) - 1700 დოლარი

ტეილორ სვიფტმა გაბედული არჩევანი გააკეთა, როდესაც Eras Tour-ში რობერტო კავალის "ერთფეხა კომბინეზონი" ჩაიცვა.

სამოსი გამოირჩეოდა ასიმეტრიული დიზაინით, შავი გამჭვირვალე, მოციმციმე ქსოვილით და სამგანზომილებიანი ნაქარგი გველის მოტივით.

საშუალოდ Roberto Cavalli Jumpsuit დაახლოებით 1,700 დოლარი ღირს.

pirvel-1721503684.jpg

ალბერტა ფერეტი კაბა (Alberta Ferretti Chiffon Gown) – 2 750 დოლარი

Alberta Ferretti Chiffon Gown-ის ელეგანტური კაბა ტეილორ სვიფტს 24 მარტს ლას-ვეგასში გამართული შოუს დროს ეცვა.

კაბა, მინიმალისტური ვარდისფერი ელფერით, ბროლის ნაქარგებით და დელიკატური შიფონის ქსოვილით იყო შეკერილი.

Alberta Ferretti Chiffon-ის კაბის საშუალო ფასი დაახლოებით 2750 დოლარია.

mexute-1721503697.jpg

Roberto Cavalli Couture- ს მინი კაბა - 12 500 დოლარი

Eras Tour-ის დროს სვიფტს The Roberto Cavalli Couture მინი-კაბა ეცვა.

სამოსი შეხამებული იყო Christian Louboutin-ის ჩექმასთან და მბრწყინავ გიტარასთან.

meeqvse-1721503712.jpg

ატელიე ვერსაჩეს სამოსი (Atelier Versace Bodysuit) – 15 000 დოლარი

ტეილორ სვიფტმა ტური სიმღერით Miss Americana & the Heartbreak Prince - ით დაიწყო და სამოსიც ვერსაჩეს დიზაინით შეუხამა.

კოსტიუმის ფასი არც მეტი, არც ნაკლები 15 000 დოლარია.

meshvide-1721503729.jpg

ზუჰაირ მურადის ვარდისფერი ტილის სამოსი (Zuhair Murad) - 21 390 დოლარი

მომღერალმა თავისი Eras Tour-ის კონცერტების სერია არიზონაში, ექსკლუზიურად შემუშავებული Zuhair Murad Haute Pink Tulle Ballgown-ით დაიწყო.

გასაოცარი კაბა 50 მეტრის სიგრძის ქსოვილისგან შეიქმნა, ხოლო რთული ნიმუში 350 საათზე მეტ შრომას მოითხოვდა.

საშუალოდ Zuhair Murad Tulle Ballgown დაახლოებით 21 390 დოლარია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი