საქართველოში წელს ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა. TBC Capital-ის პუბლიკაციის მიხედვით, ჯამური დადგმული სიმძლავრე 46.4 მეგავატს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, საუბარია „ხობი 2 ჰესზე“, რომლის დადგმული სიმძლავრეც 44.5 მგვტ-ია. რაც შეეხება წლიურ საპროგნოზო გამომუშავებას, 194 გვტ-ს შეადგენს.

მეორე სადგური არის „შევაბური ჰესი“. მისი დადგმული სიმძლავრე 1.9 მგვტ-ია, ხოლო საპროგნოზო გამომუშავება 15.4 გვტ. სთ.

TBC Capital-ის ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული ჰესები სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებენ.

მერი ტაბატაძე