ავსტრალიაში 500 000 დოლარის ღირებულების ათასობით იშვიათი ფრინველის კვერცხი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში, ტასმანიის ქალაქ გრანტონში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფრინველებით უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ, კერძო პირისგან 3 404 იშვიათი ფრინველის კვერცხი ამოიღეს.

კვერცხები 62 წლის მამაკაცს ჰქნდა დამალული. მათი ჯამური სავარაუდო ღირებულება 400,000-დან 500,000 დოლარამდეა.

"მამაკაცი სავარაუდოდ იყო ჩართული გადაშენების პირას მყოფი ფრინველების კვერცხების შეგროვებასა და გაყიდვაში. სავარაუდოდ, ხდებოდა კვერცხებით საზღვარგარეთ ვაჭრობაც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

aaaaa-1721510370.jpg

ამჟამად სპეციალისტები კვერცხების ანალიზა ატარებენ, რათა დადგინდეს რომელ სახეობას მიეკუთვნებიან ისინი.

გამომძიებლები თვლიან, რომ კვერცხებს შორის არის ფრინველის - “ლაქიანი პარდალოტის“ ნიმუშიც, რომელიც მხოლოდ ტასმანიის ბრუნის კუნძულზე ბინადრობს. ასევე ვარაუდობენ, ალბატროსისა და იშვიათი სახეობის თუთიყუშის არსებობასაც.

კოლექციაში ასევე ნაპოვნია გახვრეტილი კვერცხები, რაც ნიშნავს იმას, რომ ცილა და გული ამოღებულ იქნა.

მამაკაცს შეიძლება შეუფარდონ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ან დააკისრონ 138,600 დოლარის ჯარიმა, ან ორივე ერთად.

წყარო: bbc.com

თეონა რამაზაშვილი