ბერნი მედოფი და „ნათლია“ - ვინ არიან ყველა დროის ყველაზე მდიდარი კრიმინალები

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწაზე პირველი დანაშაული 430 000 წლის წინ მოხდა, როდესაც კაენმა საკუთარი ძმა- აბელი მოკლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანში დესტრუქციული შური ჭარბობდა, კაცობრიობას კი ბნელი დანაშაულის კვალი დაუტოვა.

უძველეს დროში დანაშაულის ჩადენა საკვების მოპარვა, ქურდობა, ძალადობა და სხვა საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი ქმედებები ითვლებოდა. თუმცა, ბოლო დროს კრიმინალებიც დახელოვდნენ. დღეს დანაშაული შესაძლოა, ისეთი გათვლილი და წარმოუდგენელი ხერხებით იქნას ჩადენილი, რომ ერთად აღშფოთებასა და აღტაცებასაც კი იწვევდეს.

ისტორიას გამორჩეული კრიმინალებიც ახსოვს - ვინ არიან ისინი:

sa-1721510590.jpg

კარლო გამბინო - 400 მილიონი დოლარი

ეპიკური განგსტერული ფილმის “ნათლიას“ პერსონაჟი - ვიტო კორლეონე, რომელსაც მარლონ ბრანდო განასახიერებს, ნაწილობრივ შექმნილი იყო რეალური მაფიოზის კარლო გამბინოს პროტოტიპით.

მისი მეტსახელი სწორედ “ნათლია“ იყო.

1921 წელს, 19 წლის ასაკში, გამბინო ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. თუმცა, მისმა კავშირებმა სიცილიურ მაფიასთან, გამბინო კრიმინალად აქცია. ის შეუერთდა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფს ჩარლზ ლუჩიანოს ხელმძღვანელობით.

1931 წელს სისხლიანი ომი დაიწყო ორ იტალიელ მაფიოზს: მასერიასა და მარანზანოს შორის. ერთი წლის შემდეგ ლუჩიანომ და კარლოს გამბინომ მანაცარანოს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და გაანადგურეს. ლუჩიანომ დააარსა დანაშაულებრივი სინდიკატი. 1957 წელს გამბინომ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება.

მისი 19-წლიანი მუშაობის განმავლობაში, Gambino Family Boss -მა გამომძალველობით, რეკეტითა და სხვა დანაშაულებებით 400 მილიონ დოლარიანი იმპერია შემქნა.

meore-1721510566.jpg

ბერნი მედოფი - 17 მილიარდი დოლარი

ბერნი მედოფი, რომელსაც ხშირად "ფინანსურ სერიულ მკვლელს" უწოდებენ, იყო ისტორიაში ყველაზე დიდი სქემის შემქმნელი, რომელმაც ათასობით ინვესტორისგან დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი შეაგროვა.

მედოფმა 1960 წელს შექმნა საინვესტიციო ფირმა Bernard L. Madoff Investment Securities LLC, რომელიც სთავაზობდა ორ მომსახურებას: საფონდო ბროკერი და აქტივების მართვა.

ბერნი მედოფი თავის ინვესტორებს დაჰპირდა მაღალ შემოსავალს აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტიციების მეშვეობით. თუმცა ეს არასოდეს მომხდარა. სამაგიეროდ, მან დამატებით ახალი ინვესტორები მოიზიდა, რომ დაეფარათ ძველი ვალები და ამ სქემას 17 წლის განმავლობაში აგრძელებდა.

ამ თაღლითობით და 10 000-ზე მეტი ინვესტორი დაზარალდა, მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან კევინ ბეკონი და სტივენ სპილბერგი.

მას 150 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმ მომენტში ბერნი მედოფის ქონება 17 მილიარდი დოლარი იყო.

mesame-1721510549.jpg

სემიონ მოგილევიჩი - 10 მილიარდი დოლარი

სემიონ მოგილევიჩი, რუსული მაფიის "ყველა ბოსის ბოსს" ეძახდნენ. ის ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ძლევამოსილ კრიმინალად, რომელსაც 300-ზე მეტი ერთგული თანამოაზრე ჰყავდა.

უკრაინის, ისრაელის და რუსეთის მოქალაქე მოგილევიჩი, ჩართული იყო მრავალ კრიმინალურ საქმიანობაში, მათ შორის გახმაურებულ მკვლელობებში, იარაღის ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის საერთაშორისო ქსელის ფუნქციონირებაში.

2003 წლიდან მოგილევიჩი არის FBI-ს ყველაზე ძებნილთა სიაში. FBI-მ ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და საშიშ განგსტერად გამოაცხადა.

წყაროები ვარაუდობენ, რომ მოგილევიჩი მოსკოვში თავისუფალ ცხოვრებით ცხოვრობს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი