რა ღირს ბინები თბილისსა და ბათუმში

ბათუმში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი ფასი ივნისში 4.7%-ით გაიზარდა. „ქოლიერსის“ მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივნისში კვადრატულის ფასი 1092 დოლარს შეადგენდა, შარშან იმავე პერიოდში კი 1043 დოლარი იყო.

2024 წლის ივნისში ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობამ 1 105 შეადგინა.

ბინების ფასი გაზრდილია დედაქალაქშიც, ამ შემთხვევაში, ივნისში წლიურმა სხვაობამ 8.8% შეადგინა. კერძოდ, გასული წლის ივნისში თუ კვადრატულის ფასი თბილისში 1 011 დოლარი იყო, წელს იმავე პერიოდში საშუალო შეწონილმა ფასმა 1 100 დოლარს მიაღწია.

ამასთანავე, მიმდინარე წლის ივნისში თბილისში სულ 3 049 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.

მერი ტაბატაძე