პარიზის 2024 წლის ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დაიხურება. საქართველოს სახელით პარიზში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 28 ქართველი ოლიმპიელი იასპარეზებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა საფასო კატეგორიაში იქნება პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის პერიოდში ავიაბილეთები.
ერთ-ერთი ავიაკომპანიის საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეისით ერთი გზის ფასი ამ დროის მონაცემებით, 26-11 ივლისის პერიოდში ყველაზე მცირე 832 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 3445 ლარამდეც ადის.
რაც შეეხება ქუთაისი-პარიზის მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულებას, ამავე პერიოდში ერთი გზის ფასი 219 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 379 ლარამდე აღწევს.