წელს, 6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 1 735 471 ლარი შეადგინა, რაც 394,8 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, აღნიშნულისთვის 2 130 299 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა.
თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 183.472 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 169.289 მლნ ლარი.