"ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს"

აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ გასვლითი შეხვედრა რეგიონში, რომელშიც ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც მონაწილეობდა.

კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები და NGO-ები ერთმანეთთან არიან შერწყმულები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება.

„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.