მილიონერი კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს - რა ქონებას ფლობს ტრამპის ოპონენტი

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, ქვეყნის ვიცე - პრეზიდენტის მიმართ ინტერესი გაორმაგდა.

შემოწირულობის პლატფორმა ActBlue-ის ინფორმაციით, ჰარისისთვის დონაციის გზით, ერთ დღეში დაახლოებით 46,7 მილიონი დოლარი უკვე შეგროვდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თანხა ყოველწუთიერად იზრდება. კამალა ჰარისი ამ ყველაფერს მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება აშშ-ის პოტენციური პრეზიდენტის პირად ქონებას, marca Forbes-ზე დაყრდნობით წერს, რომ მეუღლესთან დუგ ემჰოფთან ერთად, კამალა ჰარისი დაახლოებით 8 მილიონ დოლარს ფლობს. წყვილი 2021 წელს 7 მილიონ დოლარს ფლობდა.

უშაულოდ კამალა ჰარისის ქონება 2 მილიონი დოლარიდან, 6 მილიონ დოლარამდეა შეფასებული. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20-ჯერ აღემატება ამერიკელების საშუალო წმინდა ღირებულებას.

ჰარისის სიმდიდრე დაგროვდა სხვადასხვა გზით

საჯარო სამსახურის ხელფასები: მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, როგორც ოლქის პროკურორს, გენერალურ პროკურორს, სენატორსა და ვიცე პრეზიდენტს, ჰარისს სტაბილური შემოსავალი ჰქონდა. მისი ამჟამინდელი წლიური ხელფასი ვიცე პრეზიდენტის პოსტზე არის 235,100 დოლარი.

ჰარისი რამდენიმე წიგნის ავტორია. მის შემოსავალში წიგნების გაყიდვებს დიდი წვლილი მიუძღვის.

ინვესტიციები: ემჰოფთან ერთად, ჰარისმა განახორციელა სხვადასხვა ინვესტიცია, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიზარდა.

ვიცე-პრეზიდენტობამდე, ჰარისი პოპულარული პოლიტიკური სპიკერი იყო, რომელიც მნიშვნელოვან ჰონორარს იღებდა.

8 მილიონი დოლარის გარდა, მის აქტივებზე ირიცხება ქმართან ერთად შეძენილი ორი სახლი ლოს-ანჟელესში და ვაშინგტონში, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

წყარო: marca.com

თეონა რამაზაშვილი