რას გულისხმობს “კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში, რომლის მიღებასაც ე.წ. პრეზიდენტი მეორედ ცდილობს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც წინა კვი­რა­ში ლა­მის მღელ­ვა­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, გრძელ­დე­ბა. ად­გილობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი “ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა“ გა­მო­იწ­ვია. კვი­რის მთა­ვა­რი თემა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა გახ­და.

ცნობისთვის, ე.წ. ასლან ბჟა­ნია, “აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის“ მი­ღე­ბას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ითხოვ­და. თუმ­ცა, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პარ­ლა­მენ­ტმა ის არ გა­ნი­ხი­ლა და ე.წ. პრე­ზი­დენტს უკან და­უბ­რუნ­და.

რას გუ­ლის­ხმობს “კა­ნო­ნი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ“ აფხა­ზეთ­ში?

პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას კომ­პრო­მისს სთა­ვა­ზობს - უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის აპარტ-ოტე­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შე­ი­ზღუ­დოს. მაგ­რამ კრი­ტი­კო­სე­ბი ამა­საც აღიქ­ვა­მენ, რო­გორც თავ­და­პირ­ვე­ლი იდე­ის ფა­რუ­ლად წა­მო­წე­ვის მცდე­ლო­ბას და მალე “მთე­ლი რე­გი­ო­ნის გა­ყიდ­ვის“ საფრ­თხედ.

ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­სა­ყი­დი აპარტ-ოტე­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. ბჟა­ნი­ას აზ­რით, ამ კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არ არის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნაა და “გა­და­უ­დე­ბელ ზო­მებ­საც კი სა­ჭი­რო­ებს“.

“აფხა­ზე­ბის მთა­ვა­რი შიში რე­გი­ონ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არის მგრძნო­ბი­ა­რე თემა მცი­რე ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის­თვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი და ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ძა­ლა­ში შეს­ვლამ შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლად იმოქ­მე­დოს დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს შე­უქ­მნას ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას“, - წერს sova.news ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს კა­ნო­ნის მი­ღე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არის საფრ­თხე, აფხა­ზე­თი მოს­კო­ვის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცეს.

იხილეთ სრულად