ენერგეტიკულ ბირჟას ამ ეტაპზე ბაზრის 11 მონაწილე ჰყავს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 9 შპს და 2 სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელში არიან ჩართულები.
საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 23 ივლისის მდგომარეობით, ვაჭრობას შემდეგი კომპანიები ახორციელებენ:
ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიის პირველმა ბირჟამ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან პერიოდულად გახსნა დაიწყო. ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა.
ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.