ქართული მოცვის 86% რუსეთში გადის - როგორია საექსპორტო ფასი

ქართული წარმოების მოცვის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წლიურად 104%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ ექვს თვეში ადგილობრივ ექსპორტზე 11.434 მლნ დოლარის 1.8 ათასი ტონა მოცვია გატანილი, წელს იმავე პერიოდში კი 23.338 მლნ დოლარის 3.9 ათასი ტონა.

მიუხედავად იმისა, რომ მოცვის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, საექსპორტო ფასი 6%-ით შემცირდა. გასულ წელს თუ 1კგ ქართული წარმოების მოცვი 6.4 დოლარი ღირდა, წელს ფასმა 6 დოლარს მიაღწია.

ქართული წარმოების ლურჯი მოცვის უდიდესი ნაწილი რუსეთში გადის. უფრო კონკრეტულად, რუსეთის წილი ლურჯი მოცვის ექსპორტში 86%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით რუსეთში 20.137 მლნ დოლარის მოცვი გავიდა ექსპორტზე, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობამ კი 3.337 ტონა შეადგინა. რუსეთში 1კგ-ის ექსპორტი საშუალოდ 6 დოლარი ჯდება.

ქვეყნების ხუთეულს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მოცვი გავიდა ექსპორტზე, შემდეგი ქვეყნები ავსებენ:

  • გერმანია - 1,776 მლნ დოლარის 340 ტონა (1კგ. საშუალოდ 5.2 დოლარი);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 543 ათასი დოლარი 67 ტონა (1კგ. 8.1 დოლარი);
  • პოლონეთი - 361 ათასი დოლარის 83 ტონა (1კგ. 4.3 დოლარი)
  • ნიდერლანდები - 231 ათასი დოლარის 50 ტონა (1კგ. 4.6 დოლარი).
მერი ტაბატაძე