ქართული წარმოების მოცვის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წლიურად 104%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ ექვს თვეში ადგილობრივ ექსპორტზე 11.434 მლნ დოლარის 1.8 ათასი ტონა მოცვია გატანილი, წელს იმავე პერიოდში კი 23.338 მლნ დოლარის 3.9 ათასი ტონა.
მიუხედავად იმისა, რომ მოცვის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, საექსპორტო ფასი 6%-ით შემცირდა. გასულ წელს თუ 1კგ ქართული წარმოების მოცვი 6.4 დოლარი ღირდა, წელს ფასმა 6 დოლარს მიაღწია.
ქართული წარმოების ლურჯი მოცვის უდიდესი ნაწილი რუსეთში გადის. უფრო კონკრეტულად, რუსეთის წილი ლურჯი მოცვის ექსპორტში 86%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით რუსეთში 20.137 მლნ დოლარის მოცვი გავიდა ექსპორტზე, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობამ კი 3.337 ტონა შეადგინა. რუსეთში 1კგ-ის ექსპორტი საშუალოდ 6 დოლარი ჯდება.