მიმდინარე წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 11.539 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 3.572 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 3.012 მლრდ ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 3.012 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 38.051 მლნ ლარი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადასახადაზე, 111.613 მლნ ლარი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ.
ცნობისთვის, წელს იანვარ-ივნისში სახელმწიფო ხაზინაში ჯამში 17.589 მლრდ ლარი შევიდა.