2028-29 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში ჩარიცხვები 10%-ით გაიზრდება - Galt&Taggart

საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლები 18.7%-ით გაიზარდა, რაც სახელმწიფო ხარჯების გაზრდით, უცხოელი სტუდენტების შემოდინებით, სწავლის საფასურის ზრდით და კერძო სკოლებში ჩარიცხვების მზარდი რაოდენობით იყო განპირობებული. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2023 წელს კერძო სექტორის შემოსავალი 25.5%-ით გაიზარდა წელიწადში და 958 მლნ ლარს მიაღწია.

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2023 წელს 15.5%-ით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველ რიგში სახელმწიფო ხარჯების გაზრდით იყო გამოწვეული. კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას ხელი, როგორც ჩარიცხვების ზრდამ, ასევე სწავლის საფასურის გაზრდამ შეუწყო. მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლებში ჩარიცხვა გაგრძელდება და 2028-29 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 73,1 ათას მოსწავლეს მიაღწევს. ამჟამად ეს რიცხვი 66,5 ათასს შეადგენს. მიუხედავად სასკოლო ასაკის მოსახლეობის საერთო კლებისა, რაც შობადობის შემცირებასთან არის დაკავშირებული, ეს ზრდა მოსალოდნელი იყო.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, კერძო სკოლები თბილისიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს, რაც ურბანული მიწის შეზღუდვითა და მაღალშემოსავლიანი მცხოვრებლების გარეუბანში მიგრაციით არის გამოწვეული. ასევე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ხელფასები, რაც საჯარო სექტორის მასწავლებლებისთვის სახელმწიფოს მიერ ხელფასის ზრდის ერთგვარი შედეგი იქნება. ეს ყველაფერი კი გავლენას მოახდენს კერძო სკოლების მომგებიანობაზე.

ეკა დარჩიაშვილი