თბილისში კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება 1 979 ლარს შეადგენს

დედაქალაქში 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 215 კონტროლიორი იყო დასაქმებული, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მერიაში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში კონტროლიორების შრომის ანაზღაურებაზე 2 127 332 ლარი გაიცა. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი კონტროლიორის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ 1 979 ლარის ფარგლებშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთ თვეში 215-მა კონტროლიორმა ჯამში 42 761 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დაწერა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში იანვრიდან მაისის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 855 220 ლარი შეადგინა.
9 აპრ | 11 აპრ | ||
1 USD | 2.7563 | 2.7573 | 0.04% |
1 EUR | 3.0143 | 3.0518 | 1.24% |
100 RUB | 3.2162 | 3.2415 | 0.79% |






გამოდის 200 "დარმაედი" კონტროლიორს სახელმწიფო ფულებიდან 2 მილიონი გადაუხადეს 42 ათასი მშიერი ადამიანის გასამწარებლად რათა მათი ჯიბიდან 800 ათასი წაეგლიჯათ მშობლიური ქალაქის სახელით?
დასაქმება, პირველ რიგში, ადგილობრივებს უნდა ეკუთნოდეთ და მერე ჩამოსულებს.ციფრები გვეუბნებიან, რომ იზარალა სახელმწიფომ(1 272 112 ლ.) და ისედაც ღარიბმა მგზავრებმა(855 220 ლ+ 42 761ლ =897 981ლ)! მოგებული დარჩა ისედაც უმდიდრესი ორგანიზაცია- ბანკი (42 761 ლ. მომსახურების).ღირს კი ეს ,,საქმე" ამად?
რაში ანაღვლებთ ბიუჯეტის ფული?!ჩამოყარეს სოფელი!!!ქოც ელექტორატი!!!!
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა რა დააშავეს 1200 ლარზე რომ ამუშავებს მერია 24 საათი, თანაც პასუხისმგებლობა უფრო მაღალია რადგან დიდ საჯარიმო თანხებთან საუბარი და არა 20 ლარიან ჯარიმებზე
215 მკვდარი სულების ჩათვლითაა თუ მათ გარეშე? კონტროლიორებს ეგ არ წააკითხოთ თორემ სიხარულით გული არ დაუსკდეთ ეს რამხელა ხელფასი გვქონიაო? :):):) და არ ვიცოდითო :)