„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარი იურისტის, თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფო მოქალაქეებზე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.
როგორც იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მოქალაქეების ნაწილს მიწის რეგისტრაციის პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებად აქვთ. მანვე ისაუბრა ზოგად რეკომენდაციებზეც, რომლებიც მოქალაქეებმა მიწის რეგისტრაციის პროცესში უნდა გაითვალისწინონ. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოსაც, რომელმაც რეგისტრაციისთვის სისტემა უნდა გამართოს.
„სისტემა მოქალაქეზე მეტად ორიენტირებული უნდა ყოფილიყო. ვხვდებით მოქალაქეებს, რომლებმაც არ იციან და არ ესმით პროცედურები. ეს რთული პროცესია და პოსტ ფაქტუმ კიდევ ვნახავთ ბევრ სასამართლო დავას, რომელსაც მოქალაქეები დაიწყებენ მას შემდეგ, რაც გაერკვევიან სიტუაციაში და ნახავენ, რომ იქ ხარვეზებია. საბოლოო ჯამში, ეს დავები ტვირთავს სასამართლო სისტემას და ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოქალაქეს ფინანსურად უჯდება 4-5-წლიანი დავები.
რთულია ზოგადი ტერმინებით შეჯამება, რადგან ყველა საქმე ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:
ისე არ გავიგოთ, რომ მოქალაქეს ვალდებულება აქვს ეს რთული სამართლებრივი ეტაპები იცოდეს. რეალურად, სახელმწიფომ გამართული სისტემა უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს, რომ სწორად მიიღონ ის, რაც მათია და საკუთრების უფლება იყოს გარანტირებული“, - განაცხადა იურისტმა.