1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9516 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.