სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს ქართულ ბაზარზე უმნიშვნელო წილი აქვთ.
კერძოდ, რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზეა და მისი წილი ბაზარზე 2%-ს შეადგენს, ხოლო ავიაკომპანია „რედ ვინგზი“ 1%-იანი წილით არის წარმოდგენილი.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ამჟამად 54 ავიაკომპანია მუშაობს, რომელთაგან ლიდერად უნგრული ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ გვევლინება.
რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ბაზარზე 10 მთავარი ავიაკომპანიის სია ასეთია: