დასაკეცი iPhone - რა ეტაპზეა Apple-ის ახალი პროდუქტი

Apple პირველ დასაკეც iPhone-ს, სავარაუდოდ, 2026 წელს წარადგენს. ამის შესახებ Reuters წერს.

ეს iPhone-ის დიზაინის ყველაზე დიდი განახლება იქნება.

კომპანიის გეგმა შესაძლოა Samsung-ის მიბაძვად ჩაითვალოს, რომელიც დასაკეცი სმარტფონების სეგმენტის პიონერი გახდა 2019 წელს.

როგორც ჩანს დასაკცი iPhone-ს წარმოების გეგმა უკვე გასცდა იდეის ეტაპს და Apple აზიის მომწოდებლებს მოწყობილობის კომპონენტების დასამზადებლად დაუკავშირდა.

დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი iPhone კონკურენციაში შევა Honor-თან და Huawei-სთან ჩინეთში და Samsung-თან გლობალურად.

Reuters გადაჭრით ვერ წერს, როომ Apple-ს დასაკეცი iPhone-ის წარმოება ბოლომდე გადაწყვტილი არ აქვს. კომპანიამ სააგენტოს თხოვნას კომენტარის შესახებ დუმილით უპასუხა.

ნათია ზარიძე