საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბიუჯეტის დაფინანსება 10 მლნ ლარით შემცირდა - როგორია გრანტების მოცულობა წლების მიხედვით

წელს 6 იანვარ-ივნისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსება თითქმის 10 მლნ ლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში უცხოურმა ორგანიზაციებმა ქვეყნის ბიუჯეტი 107.438 მლნ ლარით დააფინანსეს, ეს მაშინ როდესაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, მათ მიერ 117.215 მლნ ლარი გამოიყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-ივნისში, 2022 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გრანტები 74 მლნ ლარით არის შემცირებული, ხოლო 2021 წლის 6 თვესთან შედარებით 103.7 მლნ ლარით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, იანვარ-ივნისის პერიოდში მიღებული გრანტების მოცულობას, წლების მიხედვით:

  • 2024 წლის იანვარ-ივნისი - 107.438 მლნ ლარი
  • 2023 წლის იანვარ-ივნისი - 117.215 მლნ ლარი
  • 2022 წლის იანვარ-ივნისი - 181.769 მლნ ლარი
  • 2021 წლის იანვარ-ივნისი - 211,188 მლნ ლარი

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს გრანტების საერთო მოცულობამ 893.420 მლნ ლარი შეადგინა, აქედან უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები 2.347 მლნ ლარი იყო, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებიდან მიღებული - 783.633 მლნ ლარი.

ნინი ქეთელაური