General Motors-მა უსაჭო და უპედლო თვითმართვადი ავტომობილის განვითარება შეაჩერა

General Motors-ის უპილოტო (თვითმართვადი) ავტომობილების განყოფილება უსაჭო და უპედლო ფუტურისტულ ავტომობილ Origin-ის განვითარებას აჩერებს.

ინფორმაციას Reuters კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Origin-ზე მუშაობას მას შემდეგ აჩერებენ, რაც გასულ წელს კალიფორნიის მარეგულირებელმა ორგანოებმა General Motors-ის უპილოტო ავტომობილებს შტატის ქუჩებში მოძრაობა აუკრძალეს. სანაცვლოდ, თვითმართვადი მანქანების განყოფილება ახალი თაობის Chevrolet Bolt-ის განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული.

Origin-ის განვითარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო და ჯერ უცნობია, შეეცდება თუ არა General Motors მომავალში მის ექსპლუატაციაში ჩაშვებას.

Origin-ის წარმოების შეჩერებაზე გადაწყვეტილებამ მეორე კვარტალში 605 მლნ დოლარის ხარჯი გამოიწვია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ