მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის თანახმად, სტატუსის მქონე საწარმოების რაოდენობა მზარდია. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში“ არის აღნიშნული. მონაცამების თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, მაღალმთიან რეგიონებში ჯამში 538 ბიზნესია რეგისტრირებული.
ამასთან, რეგიონულ ჭრილში ყველაზე მეტი რეგისტრირებულია სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში, ხოლო მუნიციპალურ ჭრილში - ამბროლაურში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, მესტიაში, წალკასა და ცაგერში.
უფრო კონკრეტულად, 2023 წელს რეგიონებში რეგისტრირებულ მაღალმთიან საწარმოთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებული საწარმოების უმრავლესობა ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, სამშენებლო მასალების ასევე, ავეჯის წარმოებას, ხის დამუშავებას და სხვადასხვა საქმიანობას.