როგორი იქნება ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონი - ღირებულება 16 მლნ ლარია (+ფოტო)

ზუგდიდის UEFA-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის და სათადარიგო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ და შპს „სფრინგ კონსტრაქშენმა“ მიიღო. ტენდერში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც უკვე დაიდო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დაასრულოს. კომპანია სამუშაოებს 16.137 მლნ ლარად შეასრულებს.

„სფრინგ კონსტრაქშენი“ სამეწარმეო რეესტრში 2011 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი გიორგი ღვინიაშვილია. კომპანიის წილების 100%-საც აღნიშნული პირი ფლობს.

შეგახსენებთ, ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სტადიონი დღემდე არ გახსნილა.

„შპს დაგიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზიანია და გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ახალი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის აპრილს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ თარიღი რამდენჯერმე გადაიწია და მშენებლობა ვერ დასრულდა. მიმდინარე წლის 30 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოების დასასრულებლად ეს უკანასკნელი ტენდერი გამოაცხადა.

448994544-1347546716207393-4526193854949467433-n-1721819414.jpg

450687453-1801121767077905-6234562795246913071-n-1721819430.jpg

451234831-1800164370392818-6105762824782465155-n-1721819448.jpg

451607719-851724876385381-2362639365550010030-n-1721819464.jpg

451684225-1871255673368574-1119719413220270622-n-1721819483.jpg

451826103-463313719797280-1398078400455171625-n-1721819502.jpg

მერი ტაბატაძე