უფასო და ულიმიტო Wi-Fi ყველა რეისზე - Turkish Airlines მგზავრებს გაანებივრებს

Turkish Airlines-მა, რომელიც Skytrax-მა ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიაად დაასახელა, დაადასტურა, რომ მომავალ წელს შეძლებს მგზავრებს შესთავაზოს არა მხოლოდ უფასო, არამედ შეუზღუდავი Wi-Fi-ს ყველა რეისზე. ამის შესახებ The Sun იუწყება.

„TCI Aircraft Interiors-თან და Türksat-თან პარტნიორობით, ჩვენს მთელ ფლოტს 2025 წლის ბოლომდე მივაწვდით უფასო და შეუზღუდავ Wi-Fi-ს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანიების უმეტესობა მგზავრებს ბორტზე Wi-Fi-ს გამოყენებისთვის გადასახადს აკისრებს, თუ ისინი არ არიან ბიზნესის ან პირველი კლასის მგზავრები.

უფასო Wi-Fi მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანიას აქვს. ესენია: JetBlue, Air New Zealand და China Eastern. ბევრ ბიუჯეეტურ ავიაკომპანის, როგორიცაა Ryanair, ჯერ არ აქვს უფასო Wi-Fi სერვისი.

ნათია ზარიძე