ვინ ზარალდება და ვინ ხეირობს მაღალი ინფლაციით

„მა­ღა­ლი ინ­ფლა­ცია არა­თა­ნაბ­რად აი­სა­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქის კეთილდღეობაზე. თუ მო­სახ­ლეო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ინ­ფლა­ციის შე­დე­გად ღარიბდება, ის ადამიანები, რომ­ლე­ბიც ემი­სიის ცენ­ტრთან ანუ ცენ­ტრა­ლურ ბან­კთან და სა­ბან­კო სის­ტემას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რად ახ­ლოს იმყოფებიან, პირიქით, ინ­ფლა­ციით ხეირობენ“,- ამის შესახებ ორგანიზაცია Gnomon Wise-ს კვლევით ნაშრომშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, „ღა­რიბ­დე­ბა რე­გიონ­ში მცხოვ­რე­ბი ხალხიც, რად­გან თბი­ლი­სი­დან რე­გიო­ნამ­დეფა­სე­ბის ზრდა უფ­რო სწრა­ფად ვრცელდება, ვიდ­რე ის ფული, რო­მე­ლიც ემისიის მეშ­ვეო­ბით ეკო­ნო­მი­კა­ში შედის.

„კო­მერ­ციუ­ლი ბან­კე­ბი სეს­ხებს გას­ცე­მენ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ ემიტი­რე­ბუ­ლი ფულით, ზრდიან მო­გე­ბას და ამით ინ­ფლა­ციის მთა­ვა­რი ბე­ნე­ფი­ციარე­ბი არიან. მე­ტი მო­გე­ბა არა მხო­ლოდ ბან­კე­ბის გამდიდრებას, არა­მედ სა­ბან­კო სექ­ტორ­ში შე­და­რე­ბით მა­ღალ ხელ­ფა­სებ­საც იწვევს. ინ­ფლა­ციით სარ­გებ­ლო­ბენ სა­ბან­კო სექ­ტორ­თან მო­მიჯ­ნა­ვე სფეროებიც. შესაბამისად, სარ­გე­ბე­ლი გან­სა­კუთრე­ბით ფი­ნან­სურ ცენ­ტრებ­ში კონცენტრირდება.

ინ­ფლა­ციის კი­დევ ერ­თი ბე­ნე­ფიცია­რი მთავრობაა, რად­გან ფა­სე­ბის ზრდა იწ­ვევს ბიუ­ჯე­ტის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას (პირველ რიგში, დღგ-ის ხარჯზე) და ში­და ვა­ლის გაუფასურებას. ფუ­ლის ემი­სიაარ ცვლის სა­ზო­გა­დოე­ბის სიმდიდრეს, ტექნოლოგიებს, ცოდ­ნა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტორებს. ცალ­კეუ­ლი ჯგუ­ფე­ბის გაზრდი­ლი კე­თილ­დღეო­ბა კი ფი­ნან­სდე­ბა იმ ხალ­ხის შემ­ცი­რე­ბუ­ლი შემოსავლებით, რომ­ლე­ბიც ემი­სიის ცენ­ტრის­გან ეკო­ნო­მი­კუ­რად შორს იმყოფებიან.

მაგალითად, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხელ­ფა­სის მქო­ნე ადა­მია­ნი ბევ­რად უფ­რო ად­რე დაი­ნა­ხავს პროდუქ­ტე­ბის გაძვირებას, ვიდ­რე მი­სი ხელ­ფა­სი ინ­ფლა­ციის სა­პა­სუ­ხოდ გაიზრდება. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მი­სი რეა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი შემ­ცირ­დე­ბა ფა­სე­ბის ზრდის პროპორციულად. ასევე, ვი­ნაი­დან ხელ­ფა­სე­ბი არც ისე სწრა­ფად იზრდება, სათა­ნა­დო კორექტირებამდე, შეიძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლი გა­ვი­დეს და მთე­ლი ეს პერიოდი, ასე­თი ადა­მია­ნე­ბი ღარიბდებოდნენ.

ღა­რიბ­დე­ბა რე­გიონ­ში მცხოვ­რე­ბი ხალხიც, რად­გან თბი­ლი­სი­დან რე­გიო­ნამ­დე ფა­სე­ბის ზრდა უფ­რო სწრა­ფად ვრცელდება, ვიდ­რე ის ფული, რო­მე­ლიც ემისიის მეშ­ვეო­ბით ეკო­ნო­მი­კა­ში შედის. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ეფექ­ტის პროგ­ნო­ზირე­ბა საკ­მაოდ ადვილია, რად­გან კანონით, მკაც­რად შე­მო­ფარ­გლუ­ლია ფუ­ლის ემი­სიის წე­სე­ბი და თით­ქმის ყვე­ლა შემთხვევაში, ახ­ლად ემი­ტი­რე­ბუ­ლი ლა­რის მიმღები, პირ­ველ რიგში, სა­ბან­კო სექტორია.

ამიტომ, რაც უფ­რო დი­დია ემისია, მით უფ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რეო­ბა­შია სა­ბან­კო სექტორი. მეორეც, ვინაი­დან ფი­ნან­სუ­რი სექტორი, რო­გორც წესი, დიდ ქა­ლა­ქებ­ში კონცენტრირდება, ფი­ნან­სუ­რი ცენტრები, თა­ვის მხრივ, უპი­რა­ტეს მდგო­მა­რეო­ბა­ში არიან, და­ნარჩენ ეკო­ნო­მი­კას­თან მიმართებით. სხვა სიტყვებით, ინ­ფლა­ციის რე­დის­ტრი­ბუციუ­ლი ეფექ­ტი ორ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვრცელდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნათია ზარიძე