27% სამსახურის პოვნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად ნაცნობობას მიიჩნევს - CRRC

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განათლება.

ამასთანავე, კვლევაში მონაწილე ასევე 27% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნისთვის ყველზე მნიშვნელოვანია ნაცნობობა. 15% ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სამუშაო გამოცდილებას მიიჩნევს, 9% - შრომისმოყვარეობას, 6% - გამართლებას, 5% - ასაკს, 3% - ნიჭს, 2% საჭირო ხალხის პატივისცემას, 1% - გარეგნობას, 1% - სხვას, 5% არ ვიცი/უარი პასუხზე.

ცნობისთვის, კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული კვლევის ფარგლებში საქართველოში საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა.

მერი ტაბატაძე