მეცნიერებმა დაადგინეს, რომელ ასაკში გაქვთ ბიზნესში წარმატების ყველაზე დიდი შანსი

ყველაზე წარმატებული მეწარმეები საშუალო ასაკის არიან, თუნდაც ტექნოლოგიების სექტორში. ამას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორი პროფესორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, წერს inc.com.

2.7 მილიონი კომპანიის დამფუძნებლების სიის შედგენით, რომლებმაც 2007-2014 წლებში მინიმუმ 1 თანამშრომელი დაიქირავს, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების საშუალო ასაკი 45 წელი იყო.

აღნიშნულია, რომ 50 წლის მეწარმეს თითქმის ორჯერ მეტი შანსი აქვს შექმნას საოცრად წარმატებული კომპანია, ვიდრე 30 წლისას. 60 წლის სტარტაპის დამფუძნებელს სამჯერ მეტი შანსი აქვს წამოიწყოს წარმატებული სტარტაპი, ვიდრე 30 წლისას და თითქმის ორჯერ მეტი შანსია წამოიწყოს სტარტაპი, რომელიც ტოპ 0.1%-ში (შემოსავლების მიხედვით) მოხვდება.

სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მეწარმეების საშუალო ასაკი, რომლებიც ქმნიან კომპანიას და ქირაობენ მინიმუმ ერთ თანამშრომელს, არის 42 წელი.

„იდეები შესანიშნავია, მაგრამ შესრულება არის ყველაფერი. და გაცილებით რთულია იდეის კარგად შესრულება, როდესაც შეზღუდული გამოცდილება გაქვს. მე შეიძლება მქონდეს ინოვაციური იდეა, მაგრამ თუ არ მაქვს საჭირო უნარ-ჩვევები, რომ ადამიანთა ჯგუფი გუნდად გადავაქციო, დიდი ალბათობით ეს იდეა ჩავარდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

რა თქმა უნდა, ხაზგასმულია, რომ თუ ბაზარს კონცეპტუალურ გარღვევას შესთავაზებთ, შეგიძლიათ ახალგაზრდა ასაკში მიაღწიოთ უზარმაზარ წარმატებას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ხანდაზმულ მეწარმეებს აშკარა უპირატესობა აქვთ.

ნათია ზარიძე