PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივნისში jobs.ge-ზე 7 816 ვაკანსია გამოქვეყნდა. ვაკანსიები მაისთან შედარებით 1.8%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, წინა თვეში 7 681 ვაკანსია იყო გამოცხადებული.
ივნისში ვაკანსიების 20% გამოცხადებული იყო გაყიდვების სექტორში, 18% ადმინისტრაციულ და მენეჯერულ პოზიციებზე, 14% ფინანსებში, 3% ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში, 31% კი სხვა კატეგორიებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში სულ გამოქვეყნებულია 44 587 ვაკანსია, რაც, PMCG-ის კვლევის მიხედვით, წლიურად 5.9%-იანი ზრდაა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა ასეთია:
- იანვარი - 6 747 ვაკანსია;
- თებერვალი - 6 966 ვაკანსია;
- მარტი - 7 495 ვაკანსია;
- აპრილი - 7 884 ვაკანსია;
- მაისი - 7 681 ვაკანსია;
- ივნისი - 7 816 ვაკანსია.