საქართველოდან ჩინეთის გავლით თურქმენეთში კიდევ ერთი ავიარეისი განხორციელდა

საქართველოდან ჩინეთის გავლით თურქმენეთში კიდევ ერთი ავიარეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქმენეთის საელჩო ავრცელებს.

აღნიშნული რეისი ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ, თბილისი (საქართველო) - მაილანი (ჩინეთი) - თურქმენაბატი (თურქმენეთი) - თბილისი (საქართველო) მიმდინარე წლის ივლისიდან სრულდება და ის საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ავიაკომპანია Geosky Georgian International Airlines რეისებს თბილისი (საქართველო) - ჩენჟოუ (ჩინეთი) - თურქმენაბატი (თურქმენეთი) - სარაგოსა (ესპანეთი) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით რეგულარულად ასრულებს.

ეკა დარჩიაშვილი