ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულია 768 650 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამურმა ფართობმა 487 763 ჰა შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, საანგაროშიო პერიოდში სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომილია 1 095 170 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობიც 563 392 ჰა-ს შეადგენს.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ყველაზე დიდი რაოდენობით, 136 790 მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ყველაზე ცოტა, 1 652 კი გურიაში. უფრო კონკრეტულად, რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული მიწები ასე გამოყურება:
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე უცნობია, რა ფართობის მიწაა ქვეყანაში დაურეგისტრირებელი. „ბიზნესპრესნიუსმა“ ამ კითხვითაც მიმართა იუსტიციის სამინისტროს, სადაც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის არქონის მიზეზად „მნიშვნელოვანი“ ადმინისტრაციულ რესურსის საჭიროებას ასახელებენ.
„საქართველოს მასშტაბით მდებარე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის თაობაზე ინფორმაციის მომზადება მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ რესურსსა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დაცული დიდი მონაცემების ურთიერთშეჯერებას საჭიროებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
იხილეთ ასევე:
რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ მიწის რეგისტრაციის დროს - იურისტის განმარტება