როგორია ქორწინების მაჩვენებელი საქართველოში - მონაცემები წლების მიხედვით

საქართველოში ოფიციალური ქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯამში 22 275 ქორწინება იყო რეგისტრირებული, ეს კი 14,5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის მიხედვით, 2022 წელს 26 048 ქორწინება იყო რეგისტრირებული.

მონაცემებს თუ შევადარებთ, 2000 წლიდან, ანუ ბოლო 24 წელში, დაქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ოფიციალურად 34 693 ქორწინება გაფორმდა. რაც შეეხება ყველაზე მცირე მაჩვენებელს, 2000 წელს 12 870 ერთეული შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს დაქორწინებულთა საშუალო ასაკი ქალებში 31,9 წელია, ხოლო მამაკაცებში 34,4 წელი, რაც მზარდი მაჩვენებელია. 2000 წელს ქორწინების საშუალო ასაკი ქალებში 24,9 წელს, ხოლო კაცებში 28,8 წელს შეადგენდა.

საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ოფიციალური ქორწინების მაჩვენებლებს, წლების მიხედვით:

  • 2023 წელი - 22 275 ქორწინება
  • 2022 წელი - 26 048
  • 2021 წელი - 23 115
  • 2020 წელი -16 359
  • 2019 წელი - 23 285
  • 2018 წელი - 23 202
  • 2017 წელი -23 684
  • 2016 წელი - 25 101
  • 2015 წელი - 29 157

449693694-1008946924102082-5634296914679832434-n-1721896923.png

ნინი ქეთელაური