ინდოელმა მუშამ შემთხვევით 95 000 დოლარის ღირებულების ბრილიანტი ამოთხარა

ინდოელი მუშის ბედი ერთ ღამეში შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან მადჰია პრადეშის ცენტრალურ შტატში, მაღაროში, უზარმაზარი ბრილიანტი იპოვა.

19,22-კარატიანი ბრილიანტი, სავარაუდოდ, სამთავრობო აუქციონზე დაახლოებით 8 მილიონი რუპიად ($95,570 ) გაიყიდება.

რაჯუმ ქალაქ პანაში მდებარე პატარა მაღაროები 10-წლიანი იჯარით აიღო. ქალაქი განთქმულია ალმასის მარაგებით და ხალხი ხშირად იჯარით ყიდულობს იაფ, არაღრმა მაღაროებს.

ალმასის მექანიზებულ მოპოვების პროექტს პანაში ფედერალური მთავრობის მინერალური განვითარების ეროვნული კორპორაცია (NMDC) აწარმოებს.

ის იჯარით გასცემს არაღრმა მაღაროებს ინდივიდებზე. ნებისმიერი აღმოჩენა გადაეცემა სამთავრობო ბრილიანტის ოფისს, რომელიც ქვას აფასებს.

“ამ მაღაროების იჯარით აღება შესაძლებელია დაახლოებით 200-250 რუპიად [კონკრეტული პერიოდისთვის]“, - განუცხადა BBC-ს სახელმწიფო მთავრობის ალმასის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანუპამ სინგმა.

მისტერ გუნდის აღმოჩენა შესამჩნევი იყო ალმასის ზომის გამო.

"ქვებს ვცრიდი და დავინახე რაღაც, შუშის ნაჭერს წააგავდა. თვალებთან ახლოს მივიტანე და სუსტი ბზინვარება დავინახე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბრილიანტი ვიპოვე", - თქვა მან.

მისტერ გუნდმა თავისი ძვირფასი აღმოჩენა მიიტანა სამთავრობო ბრილიანტის ოფისში, სადაც ალმასი საკმაოდ ძვირად შეაფასეს.

სინგმა თქვა, რომ მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, ამიტომ ბრილიანტი მისთვის ნამდვილი ბედის საჩუქარი იყო.

მიღებული ფულით ის უკეთესი სახლის აშენებას და შვილების სწავლის დაფინანსებას გეგმავს.

მაგრამ პირველ რიგში, სურს გადაიხადოს ვალი - 500,000 რუპია.

წყარო: bbc.com

თეონა რამაზაშვილი