გამოკითხულთა 78%-ს კონდიციონერი არ აქვს - კვლევა

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს კონდიციონერი არ აქვს.

უფრო კონკრეტულად, კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოქალაქეების 21%-ს სახლში კონდიციონერი აქვს, 78%-ს კი არა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რა რაოდენობის ჰაერის გამაგრილებლები იყიდა საქართველომ. საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ექვს თვეში ქვეყანაში 47.3 მლნ დოლარის კონდიციონერების იმპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გამაგრილებლების უმსხვილეს იმპორტიორთა შორის ჩინეთი პირველ ადგილზეა. უფრო კონკრეტულად, უმსხვილესი ხუთეული ასე გამოყურება:

  • ჩინეთი - 29.45 მლნ დოლარის;
  • სინგაპური - 7 მლნ დოლარის;
  • თურქეთი - 5.08 მლნ დოლარის;
  • ჰონ-კონგი - 1.83 მლნ დოლარის;
  • იტალია - 974 ათასი დოლარის.
მერი ტაბატაძე