წელს, 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 7,543 ტონა საზამთრო და 488.1 ტონა ნესვი შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანას იმპორტირებული საზამთრო 2,349 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ნესვი 266.3 ათასი აშშ დოლარი (ჯამში 2.6 მლნ აშშ დოლარი) დაუჯდა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, შარშან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 7,928 ტონა საზამთრო (2.393 მლნ აშშ დოლარი) და 457.9 ტონა (105.2 ათასი აშშ დოლარი) ნესვი შემოვიდა.
გამოდის, წელს იმპორტირებული 1 კგ საზამთრო საშუალოდ, 31 ცენტი დაჯდა (შარშან 30 ცენტი), ხოლო ნესვი 54 ცენტი (შარშან - 22 ცენტი).
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ლიდერი თურქეთია, რომელზეც საზამთროს იმპორტის თითქმის 60% და ნესვის 94% მოდის.
უფრო კონკრეტულად:
საზამთროს იმპორტიორები, წელს იანვარ-ივნისის პერიოდში:
ნესვის იმპორტიორები, საანგარიშო პერიოდში:
შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე.