საქართველომ წელს 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა იყიდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა იყიდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, შარშან ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის ლოკოკინა შემოვიდა ქვეყანაში.

საქართველოში ლოკოკინას იმპორტი ძირითადად უკრაინიდან ხორციელდება. მაგალითად, წელს 46 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა საქართველომ უკრაინისგან. გარდა უკრაინისა, ლოკოკინას იმპორტი საანგარიშო პერიოდში შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

  • იტალია - 19.38 ათასი დოლარის;
  • გერმანია - 590 დოლარის;
  • საფრანგეთი - 380 დოლარის;
  • უნგრეთი - 70 დოლარის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოკოკინების ადგილობრივი ექსპორტი 250%-ით გაიზარდა. შარშან 6-თვეში საქართველოში მოშენებული ლოკოკინების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 190.5 ათასი დოლარი შეადგინა, წელს იმავე პერიოდში კი 668.2 ათასი დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, წელს ქართული ლოკოკინების ექსპორტის უდიდესი ნაწილი, 562.9 ათასი დოლარის, საფრანგეთში განხორციელდა. ამასთანავე, 90 ათასი დოლარის ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა თურქეთში, 15.3 ათასი დოლარის კი იტალიაში.

მერი ტაბატაძე