საქართველოს მთავრობის 2024 წლის პროგრამის მიხედვით, მიმდინარე წელს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ინფრასტრქუქტურული პროექტები განხორციელდება.
მთელი ქვეყნის მოსახლეობის სტანდარტების შესაბამისი წყლით უზრუნვლყოფის მიღწევა კი 2030 წლისთვის იგეგმება.
„უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2025 წლის ბოლოსთვის, მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2024 წელს სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროექტები 20 ქალაქში განხორციელდება. განხორციელებული პროექტების შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, 365 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 ათას ადამიანს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.
წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება არაერთი დაბა და სოფელი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შესაბამისი დასახლების ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
2024 წელს წყალმომარაგების პროექტები მიმდინარეობს 100-ზე მეტ ლოკაციაზე, მათგან 30 ლოკაციაზე სამუშაოები ამავე წელს დასრულდება, მათ შორის, ქალაქ ვალეში, ყვარელსა და მარნეულში.
ამასთან, სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მომდევნო წლებში გაგრძელდება მუშაობა, რათა 2030 წლის ბოლოსთვის, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით,მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ჰქონდეს წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე“,- ნათქვამია სამთავრობო პროგრამის დოკუმენტში.