თურქეთში ძაღლებისა და კატების საკვების ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება

თურქეთში ძაღლებისა და კატების საკვების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, თურქულმა კომპანიებმაც ამბიციური ინვესტიციები განახორციელეს ამ კუთხით. სექტორმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ექსპორტი 27-ჯერ გაზარდა.

კატებისა და ძაღლების საკვების ექსპორტმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 73 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.

ექსპერტების ვარაუდით, მომდევნო 5 წელში ექსპორტი 150 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება.

თურქეთიდან კატებისა და ძაღლების საკვები ექსპორტირებულია 91 ქვეყანაში, პირველ ადგილზე კი მალაიზიაა.