საქართველო დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთით სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ლიდერია, ხოლო რეგიონში მესამე ადგილზეა. მონაცემებს TRADING ECONOMICS ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოში დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10.07%-ს შეადგენს, მაშინ, როცა მეზობელ აზერბაიჯანში 8.73%, სომხეთში კი 6.5%-ია.
რეგიონის სამეზობლოდან საქართველო დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მსოფლიო ლიდერ თურქეთსა და რუსეთს მოსდევს. განაკვეთი ყველაზე მაღალი, ანუ 47% თურქეთშია, ხოლო რუსეთში 15.09%-ს შეადგენს.
უკრაინაში განაკვეთი 9.1%-ია.
აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე.
Top-10 ქვეყანა, სადაც დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია:
- თურქეთი - 47%
- ვენესუელა - 36%
- არგენტინა - 32.6%
- ეგვიპტე - 20.1%
- უზბეკეთი - 19.3%
- სიერა ლეონე - 17.75%
- რუსეთი - 15.09%
- კოლუმბია - 13.21%
- მადაგასკარი - 13%
- მონღოლეთი - 11.73%
Top-10 ქვეყანა, სადაც დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია:
- ხორვატია - 0.02%
- იაპონია - 0.03%
- მიკრონეზია - 0.04%
- ბულგარეთი - 0.08%
- ბარბადოსი - 0.15%
- ბრუნეი - 0.18%
- პაპუა-ახალი გვინეა - 0.34%
- ჩინეთი - 0.35%
- ვანუატუ - 0.4%
- სოლომონის კუნძულები - 0.41%
შვეიცარიაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 1.02%-ს, მოლდოვაში კი 1.6%-ს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ