სვანეთში დაკარგული ორი პირი იპოვეს

სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“ ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ.

ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან.

ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.