წარმატებული ქართველების დაფასებისთვის მთავრობა 250 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

წარმატებული ქართველების დაფასებისთვის მთავრობა 250 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის 18 ივლისის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ მიზნით 250 ათასი ლარი მთავრობის ადმინისტრაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო.

„წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

თაია არდოტელი