ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 ათასი კეთილშობილი დაფნა დაირგვება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 50-ზე მეტ ლოკაციაზე 20 000 ძირი დაფნის ნერგის დარგვა იგეგმება. ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ინდ. მეწარმე დავით ჩაგანავამ და კოოპერატივმა „შამათიამ“ მიიღო და ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა კიდეც.

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კომპანია სამუშაოებს 18 800 ლარად შეასრულებს. „შამათიამ“ დაფნის ბაღის მოწყობის ხელშეწყობის ფარგლებში 6 ეტაპად უნდა განახორციელოს კეთილშობილი დაფნის ნერგების მიწოდება.

ამასთანავე, კოოპერატივმა არანაკლებ ერთწლიანი ნარგავების მიწოდება უნდა უზრუნველყოს, თითოეულის სიმაღლე 50 სმ-ზე მეტი უნდა იყოს და დაფასოებული უნდა იყოს 50 კონად.

რაც შეეხება მიწოდების პერიოდს, კოოპერატივმა „შამათიამ“ დაფნის ნერგების მიწოდება მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან 15-ნოემბრამდე უნდა განახორციელოს.

მერი ტაბატაძე