ავსტრალიის ხელისუფლებამ, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო, კაკადუს ეროვნულ პარკში ურანის მოპოვების ლიცენზიის განახლებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Financial Times წერს.
კომპანია ERA-ს წარმომადგენლებმა იმედგაცრუება გამოთქვეს ხელისუფლების გადაწყვეტილებით და განაცხადეს, რომ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას განიხილავენ. ამავდროულად, Rio Tinto-მ, რომელიც ERA-ს აქციების 86%-ზე მეტს ფლობს, კმაყოფილება გამოთქვა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების სურვილები გათვალისწინებულ იქნა.
Rio Tinto-ს ამ პოზიციამ ERA-ს მინორიტარი აქციონერების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც კომპანია საკუთარი ინტერესების დარღვევაში დაადანაშაულეს.
კომპანიის წარმოამადგენლები აღნიშნავენ, რომ კაკადუს პარკის ტერიტორიაზ მდებარე ურანის საბადოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პლანეტის დეკარბონიაციაში და აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ყაზახეთსა და რუსეთზე დამოკიდებულბის შემცირებაში დაეხმაროს.
კაკადუს ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. კერძოდ, პარკში არის გამოქვაბულები კლდეში ნახატებით, რომელთაგან უძველესი დაახლოებით 18 000 წლისაა.