ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს კიევისთვის მაკროფინანსური დახმარების ტრანში დაახლოებით 4.2 მილიარდი ევროს ოდენობით.
გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების (COREPER) შეხვედრაზე მიიღეს.
გამოყოფილი თანხები უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას მოხმარდება.
მანამდე ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის 2024-2027 წლების მაკროფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს.