რიკოთის საავტომობილო მაგისტრალზე ძლიერი წვიმის გამო, ქვა-ღორღი გზაზე ჩამოვიდა, პრობლემა შექმნა წყლის ნაკადმაც, რის გამოც ადგილზე მოძრაობა შეჩერებული იყო.
თუ რა ვითარებაა ადგილზე და რა რეჟიმით მიმდინარეობს საავტომობილო გადაადგილება, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ კომენტარისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რიკოთის მაგისტრალის გახსნის შემდეგ, გზის სხვადასხვა მონაკვეთზე უხვი ნალექის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის ფაქტები პერიოდულად ფიქსირდება.